კატეგორიები

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომში ჯორჯია მელონის შეხვდა

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი რომში ჯორჯია მელონის შეხვდა
გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის რომში, კიჯის სასახლეში შეხვდა.

ეს 2024 წელს ორი ლიდერის უკვე მესამე ოფიციალური შეხვედრაა. მანამდე, ნოემბერში ჯორჯია მელონი დიდი ოცეულის სამიტამდე ხავიერ მილეის არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ეწვია.

ლიდერებს პრესკონფერენცია ჯერ არ გაუმართავთ და განსახილველი თემებიც უცნობია, თუმცა იტალიის მთავრობამ ხავიერ მილეის იტალიის მოქალაქეობა მისცა. არგენტინაში მილიონზე მეტი იტალიელი ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობის 48% აცხადებს, რომ იტალიური წარმომავლობა აქვს. იტალიის კანონმდებლობით კი ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც იტალიის მოქალაქეობის მქონე ნათესავები ჰყავს, იტალიური პასპორტის აღება შეუძლია.

 

 

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები