მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარი“ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ძალადობს პოლიცია აქციის მონაწილეებზე” - ნატოს...

“ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, თუ როგორ ძალადობს პოლიცია აქციის მონაწილეებზე” – ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე

ბრიუსელში 3-4 დეკემბერს ნატოს საგარეო მინისტერიალი გაიმართა. მთავარი განსახილველი თემა უკრაინა იყო.

მოკავშირეებმა განიხილეს თუ რა ზომები უნდა მიიღონ ნატომ და მოკავშირეებმა რუსეთის ქმედებების დასაპირისპირებლად.

გადაწყდა კიევისტვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის საკითხიც. მიუხედავად იმისა რომ განსახილველ საკითხებში საქართველოს თემა არ იყო შეტანილი, ალიანსის მაღალჩინოსნები საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს,

“ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით თუ როგორ ძალადობს პოლიცია აქციის მონაწილეებზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე. ეს საყურადღებო საკითხია როგორც ჩვენთვის ნატოს შტაბბინაში, ასევე ჩვენი მოკავშირეებისთვისაც” – აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბორის რუგემ ევრონიუს ჯორჯიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend