მთავარისაქართველო„აშშ ემზადება მის ხელთარსებული ბერკეტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები” — ენტონი...

„აშშ ემზადება მის ხელთარსებული ბერკეტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები” — ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ენტონი ბლინკენი გმობს მმართველი პარტიის მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას. ის აღნიშნავს, რომ აშშ ემზადება მის ხელთარსებული რესურსების გამოსაყენებლად, რათა პასუხი აგოს ყველა იმ პირმა, ვინც ამ ძალადობასა და მის ორგანიზებაშია ჩართული.

„აშშ 32 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიის სიყვარულსა და სურვილს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირის ოჯახში. ჩვენ საქართველოს ყველა მთავრობასთან და ხალხთან ერთად ვიმუშავეთ, რათა ქვეყანაში განვითარებულიყო ეკონომიკა, გაუმჯობესებულიყო განათლების სისტემა, გაზრდილიყო თავდაცვისუნარიანობა და გაფართოებულიყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, ხოლო ჩვენი ერთგულება მამაცი ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა.

აშშ „ქართული ოცნების” მიერ საქართველოს მოქალაქეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას გმობს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, რომ შეწყვიტოს რეპრესიული პოლიტიკა, აგრეთვე, კრიტიკოსების გაჩუმების მიზნით მათი დაკავება და მათზე ფიზიკური ძალადობა.

აშშ ქართველ ხალხსა და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს. მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, მათ შორის, ვინც თრგუნავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, პასუხი უნდა აგონ. ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის გარდა, აშშ ემზადება მის ხელთარსებული ყველა ბერკეტის გამოსაყენებლად, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებისთვის”, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend