ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის ე.წ. “ოსკარი” მოიპოვა.
პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორიცაა მელბორნი, ოსლო, ჟენევა, მიუნხენი, ასპენი, ბეიჯინი და ვისლერი.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა.