მთავარიმსოფლიოავსტრალიაპინგვინი, რომელმაც ანტარქტიდიდან ავსტრალიამდე გაცურა, ოკეანეში გაუშვეს

პინგვინი, რომელმაც ანტარქტიდიდან ავსტრალიამდე გაცურა, ოკეანეში გაუშვეს

გუსი ერთადერთი საიმპერატორო პინგვინია, რომელმაც ანტარქტიდიდან ავსტრალიამდე გაცურა. მას რომის იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის, სახელის შემოკლებული ვერსია ჰქვია. პინგვინმა ოცი დღე ავსტრალიის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ სანაპიროზე ხეტიალში გაატარა. გუსი ანტარქტიდის სანაპიროს ყინულოვანი წყლებიდან დაახლოებით 3 500 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში იპოვეს.

პინგვინი პირველ ნოემბერს იპოვეს. 20 ნოემბერს კი, სამხრეთის ოკეანის ველურ ბუნებაში გაუშვეს. ავსტრალიაში ყოფნისას მასზე ველური ბუნების მომვლელი, ქეროლ ბიდულფი ზრუნავდა და სახელიც მან შეურჩია.

„გუსისთვის სახელი რამდენიმე დღე არ დამირქმევია. არ ვიცოდი, რა დამეძახა მისთვის. არც ის ვიცოდი, შეძლებდა თუ არა გადარჩენას, რადგან ძალიან ცუდად იკვებებოდა. და როცა დადებითი ნიშნები ვნახეთ, ვიფიქრე, რომ მისთვის სახელის დარქმევის დრო მოვიდა.

იმპერატორებზე ვფიქრობდი და უცნაური მიზეზის გამო იმპერატორი ავგუსტუსი გამახსენდა. ჩავთვალე, რომ შემოკლებული ვარიანტი – გუსი, მას ძალიან მოუხდებოდა. გუსი მომენატრება. ეს რამდენიმე კვირა საოცარი იყო და ამ ყველაფერს არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებდი“, – ამბობს გუსის მომვლელი, ქეროლ ბიდულფი.

სამი კვირის განმავლობაში გუსის წონა 21 კილოგრამიდან თითქმის 25 კილოგრამამდე გაიზარდა. ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, რადგან სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხული დგება, ოკეანეში დაბრუნება გუსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend