კატეგორიები

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით სავარაუდოდ ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS გაისროლა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით სავარაუდოდ ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS გაისროლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ ექვსი ამერიკული წარმოების ბალისტიკური რაკეტა ATACMS რუსეთის ბრიანსკის ოლქის მიმართულებით გაისროლა.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეამსუბუქა შეზღუდვები ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით.

უკრაინა აცხადებს, რომ ბრიანსკში სამხედრო იარაღის საწყობს შუაღამისას დაარტყა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა იარაღი გამოიყენა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს, ერთი კი დააზიანეს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები