კატეგორიები

ისრაელის მიერ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა
სამი ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ ღაზაში ისრაელის მიერ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზე მიტანილი იერიშის შედეგად. ჭურვი ერთ-ერთ კარავს მოხვდა, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ოჯახი აფარებდა თავს. დაიჭრა ორი ბავშვი, მათი მშობლები კი დაიღუპნენ.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაშავდა ასევე 24 ადამიანი, რომლებიც ნუსეირათში, ავდას საავადმყოფოში, გადაიყვანეს.

ღაზის ჩრდილოეთში ისრაელის სამხედრო კამპანიის გაძლიერების ფონზე, ასობით პალესტინელი ტოვებს ჯაბალიას, სადაც გასულ უქმეებზე ისრაელელთა იერიშს 32 ადამიანი ემსხვერპლა

ამავდროულად, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე მიიტანეს იერიში, რამაც ქვეყნის მთავარი მაგისტრალის დაკეტვა გამოიწვია.

იემენელი ჰუსიტები კი აცხადებენ, რომ მათ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გაუშვეს რაკეტა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰაერშივე გაანეიტრალეს.

დაკავშირებული ამბები
ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ ისრაელის ძალებმა „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი მოკლეს
სხვა ამბები