მთავარისაქართველოსერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას - შარლ მიშელი

სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას – შარლ მიშელი

უკვე მეორე დღეა, ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრები მიმდინარეობს.

8 ნოემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები განიხილავენ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ცნობილია, ლიდერების საქართველოზეც ისაუბრებენ.

შეხვედრის დაწყებამდე განცხადებები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთეს.

„საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსიურობა იმდენად დიდი იყო, როგორც არასდროს. საჭიროა საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიება“, -განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე თქმით, რუსული ჩარევა მხოლოდ საქართველოს არ ეხება.

„მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე. ვსაუბრობ მოლდოვაზეც, თუმცა იქ არჩევნების შედეგი განსხვავებული იყო. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება, რომ ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებს დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფა შეუძლიათ.“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე გამოძიების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

„სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ“, – თქვა შარლ მიშელმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:52

მარკო რუბიო

spot_imgspot_img
Send this to a friend