მთავარიევროპაუკრაინარას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინის მცველებისთვის

რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინის მცველებისთვის

„ომების დაწყებას არ ვაპირებ, ომების შეჩერებას ვაპირებ“ – ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს სიტყვები 6 ნოემბერს, ამომრჩევლისადმი სამადლობელი მიმართვისას წარმოთქვა.

ახლა ყველა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ახლო აღმოსავლეთშიც და ევროპაშიც ელოდება ამ სიტყვების რეალურ გეგმად გადაქცევას. განსაკუთრებით კი უკრაინაში, სადაც რუსეთი კვლავ ძალებს იკრებს – ამჯერად, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცებისა და ირანული სამხედრო ტექნიკის მობილიზებით. ოთხი წლის შემდეგ თეთრი სახლის კაბინეტში დაბრუნებულ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, უკრაინის ფრონტის ხაზზე რეაქციები სხვადასხვანაირია. ერთია მხოლოდ რწმენა -, რომ უკრაინა საბოლოო გამარჯვებას მხოლოდ მტკიცე დგომითა და დასავლეთის მხარდაჭერით შეძლებს.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ცივილიზებული სამყაროს დაცვაა, რადგან, სანამ ჩვენ ამ ომში ვართ, მათი მოქალაქეები არ იღუპებიან, არც მათი ქალაქები იბომბება. მანამ უკრაინა მტკიცედ დგას – ისინი უსაფრთხოდ არიან. როგორც კი ისინი შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინა დაეცემა. და როგორც კი ეს მოხდება, ისინი საკუთარ თავზე გამოცდიან, როგორია ცხოვრება უკრაინაში“, – ამბობს უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო მეტსახელად „როდიჩი“.

„შეიარაღების მიწოდების ექვსთვიანმა დაყოვნებამ იმ გარემოებამდე მიგვიყვანა, რომ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია მტრის შეჩერება და ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ფრონტზე ვითარების დასტაბილურება – მაგალითად, პოკროვსკისჩასივ-იარისა და რამდენიმე სხვა მიმართულებაზე. რუსები ჯერ კიდევ გვიტევენ. რომ უზრუნველყოთ ჩვენი შეიარაღება როგორც ადრე, ვფიქრობ, მსგავსი არაფერი მოხდებოდა“, – ამბობს უკრაინის ნაციონალური გვარდიის დაჯგუფების, „ხარტიის“ საარტილერიო ბრიგადის მეთაური მეტსახელად „მოცარტი“.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის მეთაურობით თეთრი სახლის ადმინისტრაციას პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, პირველი ვადისგან რადიკალურად განსხვავებულად მოუწევს. 4 წლის წინ, როცა ტრამპი ოვალურ მაგიდას ტოვებდა, რუსეთს მხოლოდ ყირიმის ნახევარკუნძული ჰქონდა ანექსირებული და საომარი მოქმედებების ეპიცენტრი დონბასის რეგიონი იყო.

თეთრ სახლში რესპუბლიკელების დაბრუნებისას კი უკრაინის მოსახლეობის კალენდარი, კრემლის სრულმასშტაბიანი ომის 1 061-ე დღეს აითვლის. 2024 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში ვიზიტისას, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენილი უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ მისი, აწ უკვე კოლეგისთვისაც ცნობილია.

ღია რჩება მხოლოდ ორი კითხვა – როგორია, უკრაინაში რუსეთის დამარცხების ტრამპისეული გეგმა და  რამდენად გამართლდება კიევის ვაშინგტონზე დამყარებული მოლოდინები?!

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend