მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში მოქალაქეები ფეიერვერკის გამოყენების შეზღუდვას ითხოვენ

დიდ ბრიტანეთში მოქალაქეები ფეიერვერკის გამოყენების შეზღუდვას ითხოვენ

დიდ ბრიტანეთში მოქალაქეები ფეიერვერკის გამოყენების შეზღუდვას ითხოვენ. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების სრულად აკრძალვა არ სურთ, თუმცა მიაჩნიათ, ცხოველებისა და ადამიანების დასაცავად შეზღუდვა აუცილებელია.

ედინბურგის ციხის თავზე გაშვებული ფეიერვერკი მართლაც  შთამბეჭდავი სანახავია, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერებების მიერ მიყენებული ზიანი დღის შუქზე სხვანაირად ჩანს.

ედინბურგში შემოიღეს ფეიერვერკის კონტროლის ზონები. თუ მოქალაქე მას პირადი მიზნისთვის გამოიყენებს, მისი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდება. გაერთიანებული სამეფოს ტრადიციულ დღესასწაულზე ეს აკრძალვა ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ფეიერვერკებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ.

ფეიერვერკის გამოყენების შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით ამ კვირაში მილიონი ხელმოწერა შეგროვდა. პეტიცია გადასცეს დიდი ბრიტანეთის  პრემიერ-მინისტრს.

კამპანიის მონაწილეებს სურთ, რომ შეიზღუდოს ფეიერვერკების გამოყენება პირადი მიზნებისთვის. მათი თქმით, ეს დაიცავს ადამიანებსაც და ცხოველებსაც.

მიჰყვება თუ არა გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილი ედინბურგის მაგალითს, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend