რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიაზე ათეულობით ახლად დანიშნული ელჩისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო. პუტინმა ელჩებს მიმართა და განაცხადა, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვან საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე გაყინულია.
„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მინიმუმამდეა დაყვანილი ოფიციალურ, საქმიან და საჯარო დონეზე… თუმცა რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ერთგული და არ ისწრაფვის დაპირისპირებისკენ. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთთან თანამშრომლობის რაციონალური, დაბალანსებული ხედვა გაიმარჯვებს. ჩვენ ღია ვართ უკლებლივ ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობისთვის… ეს უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობას, შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მკაცრად დაცვას”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე.
პუტინმა მიმართა ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩსაც და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, თავიდან აიცილოს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის რეგიონულ ომში გადაზრდა.