მთავარიევროპასერბეთიპოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბელგრადში ვიზიტისას განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს სერბეთის ევროკავშირში გაწევრებას.

შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შედგა. პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სერბეთთან მჭიდრო ურთიერთობა პოლონეთის თავმჯდომარეობისას საკვანძო მნიშვნელობის იქნება.

„სერბეთის გარეშე ევროკავშირი არ არის სრულყოფილი. ვულოცავ სერბეთს ეკონომიკურ წარმატებას. ასეთი სერბეთი ევროკავშირისთვის მომგებიანია“, – აღნიშნავს დონალდ ტუსკი.

დონალდ ტუსკის აზრით, ეს შეხვედრა ევროკავშირსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის წახალისება იქნება. აგრეთვე, ტუსკმა მადლობა გადაუხადა სერბეთს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend