მთავარიევროპარუსეთივენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ყაზანში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო BRICS-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ის ქალაქ ყაზანში გამარჯვებულის სტატუსით ჩამოვიდა. მას იმედი აქვს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მადურომ მხარდაჭერა გამოუცხადა კრემლს „ნაციზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი და ჩინეთი ვენესუელის ყველაზე მტკიცე პარტნიორები არიან. აშშ-ის სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს მოსკოვმა და პეკინმა დიდი დახმარება გაუწიეს მადუროს ადმინისტრაციას, რათა ვენესუელას სხვა ქვეყნებთან ფინანსურ და კომერციულ ტრანზაქციაში ჩართვა არ დასჭირვებოდა.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყაზანის საერთაშორისო აეროპორტში BRICS-ის სამიტის დაწყებამდე, ყაზანი, რუსეთი, 22 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright Alexei Danichev/Photo host brics-russia2024.ru via AP

„ჩვენ რამდენიმე უდაბნო გამოვიარეთ და ყაზანში ჩამოვედით. მე ვთქვი: აქ უკვე გამარჯვებულები მოვდივართ. ვენესუელის მოსახლეობა გამარჯვებულია. ჩვენ, ყველანი,  აღტაცებით ვუყურებთ დიდი რუსეთის ბრძოლას ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ. აგრეთვე, ჩვენ გვიხარია ყველა ის გამარჯვება, რომლებსაც რუსმა ხალხმა გლობალურ ბრძოლაში მიაღწია“, – აცხადებს ნიკოლას მადურო.

BRICS-ის სამდღიანი სამიტი რუსეთში, ქალაქ ყაზანში, იმართება და მას 36 ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. სამიტს ესწრებიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. კრემლმა სამიტი შეაფასა უდიდეს საგარეო პოლიტიკურ ღონისძიებად, რაც კი ოდესმე ჩატარებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend