ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის იერიშს 27 ადამიანი ემსხვერპლა.
სამხრეთის ქალაქ ნაბათიეში 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალაქის მერი. ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ისრაელმა განზრახ მიიტანა იერიში იმ დროს, როცა მუნიციპალური საბჭოს შეხვედრაზე დახმარების საკითხები განიხილებოდა.
ისრაელი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად აკრიტიკებს, მაინც აძლიერებს შეტევას ლიბანზე. გაეროში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისრაელი მიზანმიმართულად დაესხა თავს მათ პოზიციებს.
UNIFIL statement:
This morning, peacekeepers at a position near Kafer Kela observed an IDF Merkava tank firing at their watchtower. Two cameras were destroyed, and the tower was damaged.
Yet again we see direct and apparently deliberate fire on a UNIFIL position.
— UNIFIL (@UNIFIL_) October 16, 2024
ჩრდილოეთ ღაზაში კი მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ისრაელის ძალებს უკვე 13 დღეა ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ალყაში ჰყავთ მოქცეული. ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს ოფიციალური პირი ისრაელს ღაზისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ჩრდილოეთი ფაქტობრივად, საკვების გარეშეა დარჩენილი.
“ოქტომბრის პირველ ორ კვირაში ისრაელის ხელისუფლებასთან შეთანხმებული 54 დახმარებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა ჩრდილოეთით, ალ რაშიდს საგუშაგოს გავლით. კიდევ იყო ოთხი შემთხვევა, როცა შეფერხებით, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაწოდეს დახმარება ღაზას”, — აცხადებს ჯოის მსუია, გაეროს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ჰუმანიტარულ საკითხებში.
შეერთებული შტატების გაფრთხილებების შემდეგ ისრაელმა საერთაშორისო ორგანიზაციას ღაზაში შეზღუდული რაოდენობის დახმარების შეტანის უფლება მისცა. შეერთებული შტატების ელჩი გაეროში აცხადებს, რომ ეს პროგრესი არ არის საკმარისი.