მთავარიაზიაისრაელი“ჰეზბოლამ” ცენტრალურ ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

“ჰეზბოლამ” ცენტრალურ ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

ცენტრალურ ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზაზე „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით მიტანილი იერიშის  შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა. ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა ისრაელის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით ორი კვირის წინ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

ექიმ რაფი შეფას თქმით, რთული ვითარება იყო. აფეთქების შედეგად დაშავდნენ ადამიანები. ექიმებმა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. სისხლდენის შესაჩერებლად  ჩატარდა ქირურგიული ოპერაციები. პაციენტები  უმოკლეს დროში გადაიყვანეს საავადმყოფოებში.

„ჰეზბოლას“ წევრები აცხადებენ, რომ ბინიამინასთან  ახლოს თავდასხმა ხუთშაბათს ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი იმ იერიშების პასუხია, რომლებსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაჯგუფებაში ამბობენ,  რომ ათეულობით დრონი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყურადღების გადასატანად გაუშვეს. ქალაქ ჰაიფის ჩრდილოეთით საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო.

„ჰეზბოლამ“, რომელიც იდეოლოგიურად ახლოსაა ღაზაში დაფუძნებულ დაჯგუფება „ჰამასთან“, ისრაელზე იერიში ღაზაში ომის დაწყებიდან მალევე მიიტანა.

თითქმის ყოველდღიური საპასუხო ცეცხლის გამო საზღვრის ორივე მხარეს ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ

ისრაელი თავს დაესხა ლიბანის რეგიონებს, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთს, სექტემბრის ბოლოს კი მან სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო. ლიბანის ტერიტორიაზე ამჟამად დაახლოებით 15 000 სამხედროა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ლიბანში სექტემბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა უცნობია, აქედან რამდენი იყო „ჰეზბოლას“ მებრძოლი. ისრაელზე თავდასხმების შედეგად კი დაღუპულია 58 ადამიანი, რომელთა  ნახევარი ჯარისკაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend