მთავარისაქართველო9 თვეში საქართველოს 5,8 მილიონი ტურისტი ეწვია

9 თვეში საქართველოს 5,8 მილიონი ტურისტი ეწვია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლით, მიმდინარე წლის სამი განვლილი კვარტლის განმავლობაში საქართველოს 5 794 661 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 4,1%-ით აღემატება.

წლევანდელ იანვარ-სექტემბერში ტურისტულმა ნაკადმა განსაკუთრებით იმატა აჭარის რეგიონში, სადაც ტურისტული სეზონის პიკმა უკვე გადაიარა. შედარებით ნაკლები, მაგრამ ასევე სოლიდური ზრდა იყო თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ჯერჯერობით, ტურისტული ნაკადის შედარებით ნაკლები მატება იყო კახეთში, თუმცა იქ ტურისტული სეზონი ჯერაც აქტიურია.

რაც შეეხება ფინანსურ ეფექტს, საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3,6 მილიარდი დოლარი იყო, რაც შარშანდელზე 11,3%-ით მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend