მთავარიაფრიკამაროკოწყალდიდობა უდაბნოში

წყალდიდობა უდაბნოში

მაროკოს ტერიტორიაზე, საჰარას უდაბნოში, იშვიათი წყალდიდობაა.

ჰუსინ იუაბები, მაროკოს მეტეოროლოგიის გენერალური დირექტორატიდან, ამბობს, რომ სულ მცირე 30 წელი ასეთი წყალდიდობა ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა. მისი თქმით, ასევე „ნასას” თანამგზავრებმა ირიკის ტბაში დააფიქსირეს წყლის არსებობაც, რომელიც თითქმის 50 წლის განმავალობაში დამშრალი იყო.

„უკვე თითქმის 30 წელია ასეთი რაოდენობის წვიმა ასეთ მოკლე დროში ჩვენთან არ მოსულა. რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობითაც რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ ატლასის მთების აღმოსავლეთ კალთაზე ვართ და ამ ბოლოს დროს თითქოს ყველა წვიმა ამ უბნებისკენ არის მიმართული”, – ამბობს ჰუსინ იუაბები, მაროკოს მეტეოროლოგიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი.

წყალი სამხრეთ მაროკოში ქვიშის დიუნებს შორის მიედინება. აგვისტოსა და სექტემბერში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა შექმნა სიურრეალისტური სურათი, რომელიც მაროკოს გვალვით ცნობილ უდაბნოს სრულიად უცხო სახეს აძლევს.

ექსპერტების თქმით, მაროკოს ეს ნაწილი ჩვეულებრივ ნალექიანობით არ გამოირჩევა. თუმცა წელს წვიმამ მაროკოში საჰარას უდაბნოს რეგიონები დააზარალა.

სინოპტიკოსების თქმით, საჰარაში წყლის არსებობა მომავალში ამინდზე ძალიან იმოქმედებს.

„ჰაერში მეტი ტენიანობა იქნება და ეს ყველაფერი, შესაბამისად, გარკვეულ რეგიონებში ნალექებს გამოიწვევს. აღარ გვექნება ჩვეულებრივი ნალექი, გარკვეულ რეგიონებში ველით ჭექა-ქუხილსაც“, – ამბობს ჰუსინ იუაბები, მაროკოს მეტეოროლოგიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend