კატეგორიები

მეფე მუჰამედ VI-ის გადაწყვეტილებით, ფატიმა ელ-მანსური ქვეყანაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება

მეფე მუჰამედ VI-ის გადაწყვეტილებით, ფატიმა ელ-მანსური ქვეყანაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება
Copyright AP Photo

მაროკოს მეფემ მარაკეშის მერი, ფატიმა ელ-მანსური, პრემიერ-მინისტრად დაასახელა. ქვეყნის ისტორიაში იგი პირველი ქალი მინისტრი იქნება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა პარტიამ გასულ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

მოსალოდნელია, რომ ელ-მანსურის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია „ავთენტურობა და თანამედროვეობა“ უახლოეს დღეებში მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებს.

„ეს ისტორიული მომენტია, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად დაინიშნა ქალი მთავრობის მეთაურად. ეს ჩემთვის, და არა მხოლოდ ჩემთვის, ჩვენი ქვეყნის ყველა ქალისთვის საამაყოა. მის უდიდებულესობას, მეფეს, ყოველთვის სჯეროდა მაროკოელი ქალების შესაძლებლობების და იმის, რომ ქალები იმსახურებენ პატივისცემასა და დაფასებას. მეფესთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მიგვეღო მისი მითითებები მომდევნო ეტაპის მართვასთან დაკავშირებით. მუშაობა დღესვე იწყება. პროცესს პარტიის შიგნით კონსულტაციებით დავიწყებთ, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა რაც შეიძლება მალე შევძლოთ მთავრობის შემადგენლობის შესახებ წინადადების წარდგენა“. - განაცხადა მაროკოს პრემიერ-მინისტრმა, ფატიმა ეზაჰრა ელ-მანსური.“ - აცხადებს მაროკოს ახალი პრემიერ-მინისტრი,  ფატიმა ეზაჰრა ელ-მანსური.

ელ-მანსურის კაბინეტს მოუწევს ისეთი მწვავე საკითხების მოგვარება, როგორებიცაა უმუშევრობა და ცხოვრების გაძვირება, ასევე სოციალური უთანასწორობა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწევთ ახალგაზრდებს.

მისმა პარტიამ პირობა დადო, რომ ხუთწლიანი მანდატის განმავლობაში უზრუნველყოფს ეკონომიკის საშუალო წლიურ ზრდას 5%-ის ოდენობით, ინფლაციის დონის შენარჩუნებას 2%-ზე და სულ მცირე ერთი მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

დაკავშირებული ამბები
მეფე მუჰამედ VI-ის გადაწყვეტილებით, ფატიმა ელ-მანსური ქვეყანაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება წყალდიდობა უდაბნოში