ისრაელის მთელ ტერიტორიაზე აფეთქებისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებით, ირანმა ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით მასირებული სარაკეტო შეტევა დაიწყო.
The Jerusalem Post-ის ცნობით, გაშვებულია 200-ამდე რაკეტა, რომელთა ნაწილი განეიტრალებულია, ნაწილი კი ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ისრაელის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ავრცელებს ცნობებს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.
თელ-ავივში აცხადებენ, რომ სარაკეტო იერიშის გამო დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა.
This morning, @VP and I convened our national security team to discuss Iranian plans to launch an imminent missile attack against Israel.
We discussed how the United States is prepared to help Israel defend against these attacks, and protect American personnel in the region.
— President Biden (@POTUS) October 1, 2024
ისრაელში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენი თეთრ სახლში საგანგებო შეხვედრას მართავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აშშ-ის თავდაცვის ძალებს უბრძანა, დაეხმაროს ისრაელის სამხედრო მმართველობას მოწინააღმდეგის საჰაერო იერიშის განეიტრალებაში.
RAW FOOTAGE: Watch as Iranian missiles rain over the Old City in Jerusalem, a holy site for Muslims, Christians and Jews.
This is the target of the Iranian regime: everyone. pic.twitter.com/rIqUZWN3zy
— Israel Defense Forces (@IDF) October 1, 2024
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, ადმირალი დანიელ ჰაგარი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, კვლავ დაემორჩილონ უწყების მითითებებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
🚨Les sirènes retentissent dans le centre d’Israël🚨 pic.twitter.com/AHUz8kO3Td
— Tsahal (@Tsahal_IDF) October 1, 2024
„ცაჰალის” პრესსამსახური აცხადებს, რომ ირანის შეტევას უპასუხოდ არ დატოვებს.