მთავარისაქართველორუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვლადიმერ ცაბაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაში ჩართული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში. სუსის განცხადებითვე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend