მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია

იაპონიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე დაარღვია

იაპონიის თავდაცვის მინისტრი მინორუ კიჰარა აცხადებს, რომ რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ჩრდილოეთ იაპონიის საჰარეო სივრცე დაარღვია.

შემთხვევა კუნძულ რებუნის თავზე, იაპონიის ჩრდილოეთით, ჰოკაიდოს სანაპიროებთან მოხდა. რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე სამჯერ დაარღვია და კუნძულის თავზე თითქმის ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რასაც ტოკიოს მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა.

იაპონიის საჰაერო ძალებმა გაგზავნა რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებმაც გაუშვეს სითბური ჭურვები. თავდაცვის მინისტრის აზრით, ეს შემთხვევა პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთ-ჩინეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებთან, რომლებიც ჩინეთის ინიციატივით სექტემბრის დასაწყისში ჩატარდა.

„ჩვენ დავადასტურეთ, რომ შუადღის პირველ და შუადღის სამ საათზე რუსულმა ილ-38 ტიპის თვითმფრინავმა სამჯერ დაარღვია ჩვენი საჰარეო სივრცე კუნძულ რებუნის თავზე, ჰოკაიდოს სანაპიროებთან… საპასუხოდ, ჩრდილოეთის საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა გაგზავნა F-15 და F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებმაც გააგზავნეს გამაფრთხილებელი შეტყობინებები და გაუშვეს სითბური ჭურვები… საჰაერო სივრცის დარღვევა არის ძალიან სამწუხარო ფაქტი და ჩვენ უკმაყოფილება გამოვთქვით რუსეთის მთავრობის მიმართ დიპლომატიური არხების დახმარებით, რათა მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს… საჰაერო თავდაცვითი ძალები გააგრძელებენ რუსული თვითმფრინავების გადაადგილების მონიტორინგს ჩვენი ქვეყნის გარშემო და მათ მიმართ სიფხიზლეს გამოიჩენენ“, – აცხადებს იაპონიის თავდაცვის მინისტრი მინორუ კიჰარა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი იაპონიის საჰაერო სივრცეს არღვევს. იქამდე, სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავმა სამხრეთ იაპონიის საჰარეო სივრცეც დაარღვია.

საპასუხოდ, ტოკიომ მნიშვნელოვნად გააძლიერა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე შორეული კუნძულების საჰაერო თავდაცვა, რაც ტოკიოს უსაფრთხოებისთვის საკვანძო საკითხია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend