კატეგორიები

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი ომით განადგურებულ უკრაინაში ენერგეტიკული პრობლემების დაძლევას უკავშირდება. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, იმისათვის, რომ უკრაინელებმა ზამთრის გადატანა შეძლონ, ენერგეტიკული ფონდებიდან 180 მილიონი აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი, აქედან 112 მილიონი აშშ დოლარი გაყინული რუსული აქტივებიდანაა.

ევროკავშირის შეფასებით, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით ნახევარი განადგურებულია, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების გათბობას ზამთრის ცივ დღეებში.

დაკავშირებული ამბები
CNN, MS NOW და Politico, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლო დავისთვის ემზადებიან ნიუ-იორკში აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლები შეხვდნენ
სხვა ამბები