„ისტორიის გაყალბება – პროპაგანდის ინსტრუმენტი“- ეს გახლავთ ისტორიის კონკურსი, რომლის წლევანდელი პირველი ადგილის მფლობელი თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ სხირტლაძე გახდა. მისი ისტორიის პედაგოგი ეკატერინე მაისურაძეა.
პროექტი გერმანიის მხარდაჭერით იმართება, მისი მიზანია ისტორიაზე დაფუძნებული პროპაგანდის მაგალითების კრიტიკული კვლევა სკოლის სახელმძღვანელოებში, დამხმარე ლიტერატურასა და ისტორიის მასწავლებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამებში. საქართველოს მხრიდან პროექტის პარტნიორები არიან მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.