კატეგორიები

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას მასპინძლობს

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას მასპინძლობს

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად წინანდლის მამულში აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის, გამოფენა გაიხსნა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ჯიბსონ ხუნდაძის ათამდე ნამუშევარი.

დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს როგორც მისი აბსტრაქციების, ისე მხატვრის ფიგურატიული ნამუშევრები.

ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა, რომლის წარმდგენიც „სილქნეტია”, წინანდლის მამულში ნოემბრამდე გაგრძელდება.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები