პერუში არქეოლოგებმა და სტუდენტ არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა სამარხი, რომელიც მათი შეფასებით, 3,800 წლისაა.
ეს აღმოჩენა კვენეტოს არქეოლოგიური ველის ნაწილია. სამარხში იპოვეს ორი ბავშვის, მოზარდისა და ზრდასრული ადამიანის ცხედრები. მათთან ერთად კი საყოფაცხოვრებო და ძვირფასი ნივთები.
არქეოლოგები გათხრებს აგრძელებენ და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ეს უფრო მასშტაბური ნასახლარის ნაწილია, ვიდრე ფიქრობდნენ.
„ამ ხევში აღმოვაჩინეთ ეს კონსტრუქცია, სამარხები ძალიან ფართო, სქელი კედლებითაა აგებული, რომელთაც მოხრილი კუთხეები აქვს. ასევე აღმოვაჩინეთ კერამიკის ნაკეთობები და სამკაულები. ჩვენი წინასწარი შეფასებებით, ეს პერიოდი 3800 წლის წინანდელია. სამარხების ახლოს აღმოვაჩინეთ ნაგებობაც, რომელიც სავარაუდოდ, ტაძარი უნდა იყოს. თავად სამარხები მთებისკენაა მიმართული, რაც იმას გვაფიქრებინებს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მთებს ამ დასახლების მაცხოვრებელთათვის“, – აცხადებს აღმოჩენის თანაავტორი, არქეოლოგი ფერენ კასტილო.
კვენეტო, ცნობილია პერუში თავისი მდიდარი არქეოლოგიური არტეფაქტებით, რომლებიც ნათელს ჰფენენ რეგიონში დასახლებული ადრეული ცივილიზაციების არსებობას.