მთავარიგადაცემებიScenesკატარელი პაციენტები, რომელთაც სიმსივნე დაამარცხეს, ნიჩბოსნობას ირჩევენ

კატარელი პაციენტები, რომელთაც სიმსივნე დაამარცხეს, ნიჩბოსნობას ირჩევენ

მოზარდობის დროს სიმსივნის დამარცხების შემდეგ შერუკ მოჰამედ მორსიმ გადაწყვიტა, თავი ისეთ რთულ სპორტში გამოეცადა, როგორიც დრაკონის ნავით ნიჩბოსნობაა.

როდესაც გასიმის ბრძანება „წავედით“, ნიჩბოსანთა გუნდის წვერები ნიჩბების მოსმას იწყებენ. ისინი რიტმულად და სინქრონულად მოძრაობენ – სპორტის ეს სახეობა სწორედ ასეთ სიზუსტეს მოითხოვს. დრაკონის ნავი რომ გაცურდეს მას 20 ნიჩბოსანი სჭირდება. ამ გუნდის წევრმა შერუკ მოჰამედ მორსიმ „ევრონიუსს“ უთხრა, რომ ნავით რბოლა ძალისა და გამძლების ნამდვილი გამოცდაა. შერუკი ამბობს, რომ რბოლის დროს ვერც შეჩერდები და ვერც ვერავინ შეგცვლის.

ათი წლის წინ შერუკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნიჩბის მოსმა შეეძლო და ამისთვის საჭირო ენერგია ჰქონდა. მაშინ შერუკი სიმსივნეს ებრძოდა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. იგი ამბობს, რომ დრაკონის ნავმა მას თავისი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა მისცა და დაარწმუნა, რომ ყველაფერი შეუძლია.

დრაკონის ნავი სამხრეთ ჩინეთიდან მოდის და კატარში ეს სპორტი მხოლოდ 2013 წელს შევიდა. ამჟამად ეს სპორტი ძალიან პოპულარულია და უქმეებზე დრაკონის ნავის ნიჩბოსნები სავარჯიშოდ გადიან. შერუკს სურს სპორტის ეს სახეობა ახალ დონეზე აიყვანოს. თავის გუნდის წევრებთან ერთად მან დააფუძნა „დრაკონის ნავის რეგატა კატარში“, რათა ამ ქვეყნის სპორტული პოტენციალი კიდევ უფრო გააფართოოს.

 

ავტორი: შარიფა ფადილა ალშაჰაბი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend