მთავარისაქართველო16 წელი აგვისტოს ომიდან

16 წელი აგვისტოს ომიდან

საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან დღეს, 7 აგვისტოს, 16 წელი გავიდა.

ამ ომს საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი დაიჭრა. მათ შორის იყვნენ: სამოქალაქო პირები, ჟურნალისტები.

დე-ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ხეობები, დიდი ქალაქები და სოფლები საქართველოს სამ რეგიონში. რუსული ბომბების გამო საკუთარი სახლ-კარი და მიწა 130 ათასმა ადამიანმა დატოვა. ზოგი მოგვიანებით დაბრუნდა, თუმცა 30 ათასამდე კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია.

ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

„მცოცავი ოკუპაცია“, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend