მთავარისაქართველოამერიკის 47-ე პრეზიდენტი და საქართველო

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი და საქართველო

ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ აღარ იყრიდა კენჭს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მისმა განცხადებამ შეერთებულ შტატებში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა სადავეების კამალა ჰარისისთვის გადაბარების შემდეგ სიტუაცია მეტ-ნაკლებად ცხადი გახდა.

ექსპერტების აზრით, ბაიდენმა გადაწყვეტილება ტრამპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ მიიღო, რადგან მასზე გაიზარდა ზეწოლა „დემოკრატიული პარტიის” მხრიდან.

კამალა ჰარისის კანდიდატურა „დემოკრატიული პარტიის” მიერ ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა ბაიდენის განცხადების შემდეგ ჰარისის კამპანიას 126 მილიონ დოლარზე მეტი გადაურიცხეს.

უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ქალთა, ფერადკანიანთა და 18-დან 28 წლამდე ამომრჩევლებში ჰარისს დიდი უპირატესობა აქვს.

დებატები მიმდინარეობს საქართველოში იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ვაშინგტონის პოლიტიკა ტრამპისა თუ ჰარისის პრეზიდენტობის პირობებში.

„საქართველო ზედმეტად უმნიშვნელო სახელმწიფოა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მე არ ველოდები რაიმე ცვლილებას. საქართველო არ არის ისრაელი, რომელიც ამერიკის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა. საქართველოს მიმართ პოლიტიკა განისაზღვრება ამერიკული ბიუროკრატიის მიერ და არ ველოდები პრეზიდენტის ცვლილების შემთხვევაში რაიმე სერიოზულ ცვლილებას”, – განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა, ბარკსდეილის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

როგორც გასულმა ოთხმა კვირამ აჩვენა, არჩევნების ბედი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. კამალა ჰარისი უკვე ემზადება საკუთარი კამპანიის დასაწყებად. 19 აგვისტოს დანიშნულია დემოკრატიული ყრილობა, რომელზეც სავარაუდოდ ჰარისის კანდიდატურა ოფიციალურად დამტკიცდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend