მთავარიგადაცემებიCULTაბუ-დაბის კულტურისა და ხელოვნების უბანი

აბუ-დაბის კულტურისა და ხელოვნების უბანი

აბუ-დაბის საადიატის კულტურული უბანი, რომელიც 2025 წლისთვის ბოლომდე დასრულდება, ხელოვნებისა და კულტურული სამყაროს გარდაქმმნას აპირებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.

როგორც აბუ-დაბის  კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მოჰამედ ხალიფა ალ მუბარაკმა „ევრონიუსს“ განუცხადა:  „ეს ინსტიტუტები მეტია, ვიდრე მხოლოდ მუზეუმები. ესენი საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცენტრებია. აი, ეს არის მათი დანიშნულება. ეს დაწესებულებები უნდა იყოს ადგილი, რომელიც ხალხს აერთიანებს, განათლებას აძლევს, რომელიც სავსეა ინფორმაციით, ურთიერთგაგებით და რომლის კარიც ღიაა ყველასთვის“.

აბუ-დაბის საადიატის  კულტურული უბანი, რომელიც მომავალ წელს დასრულდება,   სულ სხვა კუთხით დაგვანახებს ხელოვნებასა და კულტურულ ცხოვრებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე. ამ ინოვაციისა და შემოქმედების ცენტრში განთავსებულია მუზეუმები, საგანმანათლებლო და კულტურული დანიშნულების მქონე დაწესებულებები, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მთელ მსოფლიოს ერთნაირად ემსახურება.

აბუ-დაბის ლუვრი  არაბულ სამყაროში პირველი უნივერსალური მუზეუმია, რომელმაც გახსნის დღიდან –  2017 წლიდან –   უკვე 5 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. ამ შენობის ტალღოვანი თაღი თავისთავად უკვე არქიტექტურული შედევრია, რომელიც ფრანგმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა  შექმნა. ეს მუზეუმი, რომელიც საფუძველს უყრის აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა შორის დიალოგს, მასპინძლობს როგორც მუდმივ, ისე დროებით გამოფენებს.

ავტორი: ჯეინ უიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend