კატეგორიები

წინანდლის ფესტივალი - კლასიკური მუსიკის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შეხვედრის ადგილი

წინანდლის ფესტივალი - კლასიკური მუსიკის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შეხვედრის ადგილი
უკვე მერვე შემოდგომაა, რაც წინანდლის ისტორიული მამული - ადგილი, სადაც მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, ქართული ტრადიციები, ხელოვნება და კულტურათა დიალოგი ერთმანეთს ერწყმის - კლასიკური მუსიკის მსოფლიო რუკაზე ცენტრალურ ადგილს იკავებს და საქართველოდან კლასიკის შედევრებს მთელი მსოფლიოს გასაგონად აჟღერებს. 

11 ჯადოსნური დღე, 300 მდე მუსიკოსი,  23 კონცერტი - დაუვიწყარი ემოციები და ზღაპრული გარემო.  ფესტივალის მერვე გამოცემა მის ისტორიას კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავს შემატებს.

ფესტივალის მთავარი მისია პირველივე კონცერტზე გაცოცხლდა მაყურებლის წინაშე - ახალგაზრდა მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები, ლიზა ბათიაშვილი და მაესტრო ნოზედა, მუსიკამ ერთ სცენაზე გააერთიანა.

წლევანდელ სეზონზეც ფესტივალის სტუმრების წინაშე ტრადიციულად წარდგა ქართული კულტურის ელჩად წოდებული ნაციონალური ბალეტი, „სუხიშვილები“. 80 წლის განმავლობაში შექმნილი ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა წინანდლის მამულის ამფითეატრში.

წლევანდელი ფესტივალი ქართველი მონაწილეების სიმრავლით გამოირჩევა. სუხიშვილების შემდეგ, დილის კონცერტზე სცენა იმ ახალგაზრდა და უკვე მსოფლიოში განთქმულ მუსიკოსებს დაეთმო, რომლებსაც ლიზა ბათიაშვილის ფონდი აერთიანებს და პროფესიული განვითარების გზაზე მხარდაჭერას უწევს.

თამამი ჩანაფიქრი ახლა რეალობად არის ქცეული და როგორც ყოველთვის, ისტორიულად, ახლაც წინანდლის მამული წარმოადგენს სახელოვნებო, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს.

საფესტივალო დღეების პირველმა კვირამ წინანდალში სრული ანშლაგითა და მხურვალე ოვაციებით ჩაიარა.

ფესტივალის მერვე გამოშვება 13 სექტემბერს ქართველი პიანისტის დავით ხრიკულის, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისა და მაესტრო ნიკოლაი შეპს-ცნაიდერის კონცერტით დასრულდება  და წინანდლის ფესტივალი  სტუმრებს მომავალ შემოდგომამდე დაემშვიდობება.

დაკავშირებული ამბები
წინანდლის ფესტივალი - კლასიკური მუსიკის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შეხვედრის ადგილი კატარისა და მექსიკის კულტურის წელი ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც აძლიერებს