კატეგორიები

უზბეკეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები კატარში გამოფინეს

უზბეკეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები კატარში გამოფინეს
კატარის ისლამური ხელოვნების მუზეუმში უზბეკეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებია გამოფენილი. „ევრონიუსი“ გაესაუბრა ამ გამოფენის კურატორს, რათა უკეთ გაეგო, თუ რას წარმოადგენს საუკუნოვანი ისლამური ხელოვნება, ოსტატობა და ტრადიციები.

გადაცემა „კულტურის“ ფარგლებში გავაშუქეთ უზბეკეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი კატარის მუსლიმური ხელოვნების მუზეუმში.

გამოფენა „Uzbekistan: Heritage in Motion“-ი მნახველებს სთავაზობს მოგზურობას საუკუნოვანი ისლამური ხელოვნების წიაღში, ასევე აცნობს ძველ ოსტატობასა და ინტეელქტუალურ ტრადიციებს, ხოლო გამოფენაზე სახელწოდებით „Ektashif Uzbekistan“-ი წარმოდგენილია იმ კატარელი მხატვრების თვალით დანახული უზბეკური კულტურა, რომელთაც ტაშკენტში, სამარყანდსა და ბუხარაში იმოგზურეს.

საერთო ჯამში ორივე გამოფენა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობსი ნიმუშების გატანა  საზღვარგარეთ, რაც ხელს უწყობს შემოქმედებას და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კულტურებს - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სხვის კულტურასთან ზიარების შედეგად, სრულიად ახალი თვალით ვხედავთ სამყაროს.

ავტორი: ევრონიუსი

დაკავშირებული ამბები
უზბეკეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები კატარში გამოფინეს წინანდლის ფესტივალი - კლასიკური მუსიკის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების შეხვედრის ადგილი