მთავარისაქართველოIRI საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას იწყებს ‌

IRI საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიას იწყებს ‌

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. ორგნიზაციის ცნობით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ოლქებს დაფარავს.

მათივე განცხადების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. დამკვირვებლები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან, მხარი დაუჭირონ ინკლუზიურ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს.

IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აცხადებს, რომ გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო პროცესის საჭიროება, რომელიც მოქალაქეებს მრავალფეროვან არჩევანს მისცემს, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 დათქმიდან ერთ-ერთს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend