კატეგორიები

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს.

მისი პრესმდივანი ამბობს, რომ რომ აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

81 წლის პრეზიდენტზე ძლიერია ზეწოლა, რათა მან დატოვოს საპრეზიდენტო კამპანია ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და სხვა პოლიტიკოსს დაუთმოს გზა არჩევნებში.

ამერიკული მედიის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ პირადად უთხრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბოლო საუბარში, რომ გამოკითხვა აჩვენებს, რომ პრეზიდენტი ვერ დაამარცხებს დონალდ ტრამპს და რომ ბაიდენმა შეიძლება ასევე გაანადგუროს დემოკრატების შანსები მოიგონ პალატაში უმრავლესობა ნოემბერში.

ამ ცნობების გავრცელებამდე კი ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი მას ექიმები სამედიცინო დიაგნოზს დაუსვამდნენ ან ჯანმრთელების რაიმე პრობლემა გამოიკვეთებოდა, იგი გამოეთიშებოდა საპრეზიდენტო რბოლას.

დაკავშირებული ამბები
„ირანთან დაკავშირებით ჩინეთთან უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება”- სკოტ ბესენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს
სხვა ამბები