მთავარისპორტიქართული ოლიმპიური დელეგაცია პარიზში მიემგზავრება

ქართული ოლიმპიური დელეგაცია პარიზში მიემგზავრება

პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ქართველმა სპორტსმენებმა დღეს, 16 ივლისს, ოლიმპური ფიცი დადეს. ისინი საფრანგეთის დედაქალაქში სახელმწიფო ცერემონიების სასახლიდან გააცილეს.

საქართველოს სპორტსმენთა სახელით ფიცი დადო ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენმა, ლაშა ბექაურმა. სპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან ლეგენდარული სპორტსმენები, ყველა სპორტული ტიტულის მფლობელი, უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე, უძლიერესი მამაკაცი მსოფლიოში, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი იასპარეზებს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend