მთავარიაზიაღაზაისრაელმა ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში აბუ არიბანის სკოლაზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში აბუ არიბანის სკოლაზე ავიაიერიში მიიტანა

ლტოლვილ უმ ფადი ალ-ზირის თქმით, თავშესაფარში მყოფნი არავის უწევენ წინააღმდეგობას, მათ უბრალოდ სურთ, სიკვდილს გაექცნენ. აქ იმიტომ შესახლდნენ, რომ თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ, თუმცა ახლა არც სკოლა და არც სხვა ადგილი აღარ არის დაცული. ისრაელი ყველასა და  ყველაფერს ესხმის თავს.

ისრაელის სამხედროები ამტკიცებენ, რომ მათ იერიში მიიტანეს ტერორისტებზე, რომლებიც ამ არეალში მოქმედებდნენ და გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს სკოლაში იყვნენ გამაგრებული.

თუმცა ფაქტია, რომ გასულ დღეს სამხრეთ ღაზაში  ისრაელის მასშტაბურ თავდასხმას  90-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, 300 კი დაიჭრა.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა იყო  9 თვის განმავალობაში მიმდინარე ომში, რომელიც დაიწყო იმით, რომ „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს 1200 ისრაელელი დახოცა, 200-ზეტი მოქალაქე კი მძევლად აიყვანა.

ამასობაში, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ჩრდილოეთ ისრაელში ნევატიმის ავიაბაზაზე სამხედროებს შეხვდა. მან შეაქო ისინი და განაცხადა, რომ „ჰამასის“ დევნა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.

„ყოველდღიურად ვიბრძვით, რომ „ჰამასი“ გავანადგუროთ.  მათ მძიმე ფასის გადახდა უწევთ, შესაბამისად, მათი ძალების აღდგენის შანსი მცირდება. ჩვენ „ჰამასის“ მებრძოლებს შევუტიეთ რაფაჰში, იერიშები მივიტანეთ მათ სამეთაურო პუნქტებზე, იარაღის საწყობებზე, საკომუნიკაციო ცენტრებზე და ყველგან, სადაც იარაღს აწარმოებენ. შედეგად „ჰამასს“ აღარ აქვს შეიარაღების, ორგანიზებისა და დაჭრილთა მკურნალობის შესაძლებლობა“, – განაცხადა იოავ გალანტმა.

ჩრდილოეთ ღაზაში კი, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება კვლავ შეფერხებულია,  საქველმოქმედო ორგანიზაციებმა მოაწყვეს საველე სამზარეულოები და ადგილობრივ მოსახლეობას კვებით უზრუნველყოფენ.

ღაზის სექტორის 2 მილიონ 300-ათასიანი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი საბრძოლო მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ბევრ მათგანს მრავალჯერ მოუწია დროებითი თავშესაფრის გამოცვლა.

დევნილითა დიდ ნაწილს ახლა კუსტარულად მოწყობილ კარვებში, სავალალო პირობებში უწევს ცხოვრება. მათ არ აქვთ წვდომა საკვებზე, სასმელ წყალსა და სანიტარიულ ნივთებზე.  საერთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, რომ ღაზაში ასობით ათასი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend