მთავარიკულტურაRalph Lauren-მა 2025 წლის კოლექცია წარადგინა

Ralph Lauren-მა 2025 წლის კოლექცია წარადგინა

Ralph Lauren-მა ახალი კოლექცია წარადგინა. მას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი.

აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ რამდენად კომფორტული და პრაქტიკული იქნებოდა სამოსი ყოველდღიურობისთვის. ამასთან, კოლექცია დატვირთულია ნათელი ფერებითა და რალფ ლორენისთვის დამახასიათებელი აქსესუარებით.

ამერიკელი მსახიობი ჯასტინ ტერუ Ralph Lauren-ის ჩვენებაზე, 5 სექტემბერი, 2024 წელი Copyright Photo by Charles Sykes/Invision/AP

ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰიდლსტონი ამბობს, რომ ახალი კოლექცია შთამაგონებელია: „კოლექცია კლასიკური და თანამედროვეა. მე და ჯუდ ლოუ ვსაუბრობდით, რომ ყველაფერი ძალიან ზუსტი და სწორად მოფიქრებულია. ეს იყო ლამაზად ორგანიზებული შოუ და არაჩვეულებრივი კოლექცია“.

ჩვენებაზე განსაკუთრებული ყურადღება ნაომი კემპბელმა და მის მიერ წარმოდგენილმა სამოსმა მიიქცია. სტუმრების სიაში ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, მომღერალი აშერი და მსახიობი ლორა დერნი იყვნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი Ralph Lauren-ის ჩვენებაზე, 5 სექტემბერი, 2024 წელი Copyright Photo by Charles Sykes/Invision/Ap

„დღეს აქ ჩემს შვილთან ერთად ვარ. რალფთან ერთად გავიზარდე და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ჩვენებას ვესწრები. ის ნამდვილი შემოქმედია. ყველას შეუძლია ამ კოლექციაში აღმოაჩინოს რამე ისეთი, რაც მასთან ძალიან ახლოსაა. ეს კოლექცია უბრალოდ არაჩვეულებრივია“, – განაცხადა მსახიობმა ლორა დერნმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend