მთავარისაქართველოსერგეი ლავროვმა მედიასთან „საქართველოს ტრანსფორმაციაზე” ისაუბრა

სერგეი ლავროვმა მედიასთან „საქართველოს ტრანსფორმაციაზე” ისაუბრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მან მედიაჰოლდინგ RCB-ს მისცა, უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს „ტრანსფორმაციაზე”.

მან განაცხადა, რომ სადავო კანონი, რომელიც საქართველოში მიიღეს, არა „აგენტების” არამედ „გამჭვირვალობის” კანონია.

„კანონი, რომელიც მიიღეს, არაა აგენტების კანონი, ეს არის კანონი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ. არანაირ სტატუსს არ ანიჭებენ იმ პირებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, არამედ ორგანიზაციებს მიმართავენ მოთხოვნით, რომ აჩვენონ ფინანსები, რომლებსაც უცხოეთიდან იღებენ. ასეთი კანონები გაცილებით მკაცრი სახით მოქმედებს საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა ასევე გაიმეორე რუსული პროპაგანდისტული ნარატივი „ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობაზე”.

მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასა და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.

„ის, რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლური, ეროვნულ-კულტურული ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ, ასე ვთქვათ, „წესებით“, რომლებსაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ. ისევე როგორც, არ ახარებთ აღვირახსნილი ლგბტ დღის წესრიგის თავს მოხვევა.

ქართველი საზოგადოება, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და ვაფასებ მათ სიყვარულს ცხოვრების მიმართ, ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ცენტრი იყო საბჭოთა დროს ჩვენს საერთო სამშობლოში, ის მტკიცედ იცავს თავის ისტორიას და ამის გამო, ვფიქრობ, დაიმსახურა საყვედური დასავლეთის ქვეყნებისგან”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend