2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა – 59 მილიონით ნაკლები, ვიდრე შარშან (კლება – 21%).
კლების უპირველესი მიზეზი რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მნიშვნელოვანი შემცირებაა. ივნისში რუსეთიდან 49 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს (130 მილიონი) 62%-ით ჩამოუვარდება. საგრძნობლად შემცირდა ასევე გადმორიცხვები ყაზახეთიდან (-27%) და თურქეთიდან (-25%).
მნიშვნელოვნად იმატა გადმორიცხვებმა ყირგიზეთიდან (+36%), ირლანდიიდან (+28%) და აშშ-იდან (+22%).
ფულად განზომილებაში აშშ-იდან გადმორიცხვებმა 48 მილიონ დოლარს მიაღწია და თითქმის გაუთანაბრდა რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებს (49 მლნ დოლარი), გადმორიცხვების სიდიდით მესამე ადგილს იტალია იკავებს (46 მილიონი).