კატეგორიები

კვიპროსში ადგილობრივები, ვიზიტორთა ნაკლებობის გამო წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ღელავენ

კვიპროსში ადგილობრივები, ვიზიტორთა ნაკლებობის გამო წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ღელავენ
კვიპროსში წლევანდელ ტურიზმთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება.  ამას განაპირობებს  ირანში მიმდინარე ომი და აპრილსა და მაისის პირველ დღეებში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი - 30%-დან 40%-ამდე კლება.  ევრონიუსი ჩავიდა აია-ნაპაში,  სადაც ტურისტების სიმცირე აშკარაა. ბიზნესის მფლობელები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა სიტუაციაზე.

მზე ანათებს, ტემპერატურა დაახლოებით 20 გრადუსი ცელსიუსია, მაღაზიები ღიაა, მაგრამ ტურისტები არ ჩანან. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ აქ არავინ არის, მაგრამ ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ქვეითად მოსიარულეთა რაოდენობა გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა

ტურისტული ბიზნესის მფლობელებისთვის  წელს, მაისში, განსხვავებული ვითარებაა გასული წლის რეკორდულ სეზონთან შედარებით.

„ჩვეულებრივ, წლის ამ დროს ნავები, სასტუმროები და რესტორნები ძალიან გადატვირთულია. გასულ წელს ამ დროს ყველა სასტუმრო 100%-ით იყო დაჯავშნილი. წელს, წინა წელთან შედარებით, რიცხვი უფრო დაბალია - მგონი, 30-40%-ით“. - განაცხადა იახტების გაქირავების კომპანიის მენეჯერმა, სულხან სამნიძემ.

 

აია-ნაპის მერმა, ხრისტოს ზანეტუმ აღნიშნა,  რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ, თუმცა ტურისტები ნელ-ნელა უკვე ხვდებიან, რომ კვიპროსი უსაფრთხო ადგილია. როგორც მან ევრონიუსს განუცხადა, სწორედ ამის იმედი აქვთ.

„2019-2025 წლებში კვიპროსისთვის, განსაკუთრებით კი აია-ნაპისთვის, საუკეთესო ტურისტული სეზონი იყო. ამიტომ, როდესაც რიცხვებზე ვსაუბრობთ, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამდვილად უკეთესი მდგომარეობაა. ჩვენ გვჯერა, რომ ხალხი ახლა აია-ნაპასა და კვიპროსს უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს. ჩანს, რომ ჯავშნების რაოდენობაც იზრდება“. - აცხადებს აია-ნაპის მერი, ხრისტოს ზანეტუმ.

ტურისტები, რომლებიც კვიპროსს სტუმრობენ, არაფერზე არ ღელავენ. პირიქით, ისინი მზით, ზღვითა და კვიპროსის სილამაზით ტკბებიან.

„ჩვენ აქ ჩამოსვლა გარკვეული დროის წინ გადავწყვიტეთ. რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ რამაც ნამდვილად დაგვარწმუნა, თბილი  და მზიანი ამინდი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ თვალწარმტაც პეიზაჟებზე, ეს ერთგვარი შთაგონებაც იყო, რომ სუვენირის სახით აკვარელით რამდენიმე ნახატი დაგვეხატა“. - ამბობს ტურისტი პოლონეთიდან, ფილიპი.

თუმცა ზოგიერთი ტურისტი ვერ ივიწყებს, რა ხდება ახლა მსოფლიოში

„აქ ძალიან მოგვწონს, თუმცა, სამწუხაროდ, გლობალური ვითარება ჯერ კიდევ დაძაბულია.  იმედი გვაქვს, რომ მალე მთელ დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება“. - ამბობს ტურისტი გერმანიიდან, კლაუსი.

აპრილშიკვიპროსისაეროპორტებში ჩამოფრენილი ტურისტებისრაოდენობა 16%-ითშემცირდა, თუმცამაისშიგაერთიანებულისამეფოდანრეისები 92%-იანიდატვირთვითსრულდება.

დაკავშირებული ამბები
კვიპროსში ადგილობრივები, ვიზიტორთა ნაკლებობის გამო წლევანდელ ტურისტულ სეზონზე ღელავენ ძლიერ სტიქიას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა