მთავარიმსოფლიოNATOვაშინგტონში ნატოს სამიტი მიმდინარეობს

ვაშინგტონში ნატოს სამიტი მიმდინარეობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონში არიან სამიტზე, სადაც უკრაინის დახმარებისა და თავდაცვასთან დაკავშირებული ერთიანობის საკითხებს განიხილავენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ალიანის 75-ე წლისთავზე მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინაშე უკან არ დაიხევს. მისი თქმით,  პუტინი აგრძელებს  სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მისი მიზანი  უკრაინის სრული დამორჩილება, დემოკრატიის დასრულება, მისი კულტურის განადგურება და ქვეყნის რუკიდან წაშლაა. ჯო ბაიდენი ფიქრობს,  რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ უკრაინა შეძლებს და შეაჩერებს  პუტინს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დასავლეთს მოუწოდებს, ნებისმიერ ფასად განაგრძოს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემა, რადგან რუსეთთან ომის შედეგი განსაზღვრას გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

მისი თქმით, ეს დამატებით ძალას შემატებს არა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს, არამედ სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში. ისინი, ყველანი, მხარს უჭერენ რუსეთის სასტიკ ომს. იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლაა  უკრაინისა და დემოკრატიის გვერდით დგომის დრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend