კატეგორიები

ისრაელის მთავრობამ ქალაქ ღაზიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა

ისრაელის მთავრობამ ქალაქ ღაზიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა
ისრაელმა ქალაქ ღაზიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება გასცა. ამ ადგილს ჯერ კიდევ  ომის დაწყებისას  გაეცალა  ათასობით პალესტინელი.

გასულ უქმეებზე კი დანგრეულ ქალაქში დარჩენილმა მოსახლეობამაც დატოვა არეალი.  ზოგი ხანში შესულებს ეტლით  მიაგორებდა, ზოგსაც კი ბავშვები მხრებით მიჰყავდა.

ევაკუაციის ბრძანება შესაძლოა ისრაელელ სამხედროთა აქტივობის გაზრდის წინაპირობა იყოს. ბოლო დროს ისინი ძირითადად ქალაქის აღმოსავლეთ და სამხრეთის ნაწილებს ბომბავენ.

გასულ უქმეებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასი“ თანახმაა,  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში  აღარ მოითხოვოს ისრაელისგან ომის სრულად დასრულება. ახლო აღმოსავლეთისა და შეერთებული შტატების რამდენიმე ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ პოზიციის შერბილება ღაზაზე მიყენებული ზიანის შედეგია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის ავია და სახმელეთო იერიშებს 38 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო აქტივობებმა უდიდესი ნგრევა, ზიანი და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, რის შედეგადაც ასიათასობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ყურბან-ბაირამის დღესასწაული დანგრეულ მეჩეთთან აღნიშნეს ევროპის მთავრობები ისრაელს ღაზის ფლოტილიის აქტივისტების მიმართ უდიერი მოპყრობის გამო აკრიტიკებენ
სხვა ამბები