კატეგორიები

ევროკავშირმა ჩინურ ელექტროავტომობილებზე საბაჟო ტარიფი გაზარდა

ევროკავშირმა ჩინურ ელექტროავტომობილებზე საბაჟო ტარიფი გაზარდა

ევროკავშირის მასშტაბით ელექტროავტომობილებზე ფასის ზრდას ელიან. ევროკავშირის საავტომობილო ინდუსტრიის დასაცავად ბრიუსელმა ჩინურ ელექტროავტომობილებზე გაზარდა საბაჟო ტარიფი, რომელიც 17-იდან 38 პროცენტამდე მერყეობს. ამას ემატება ათპროცენტიანი გადასახადი, რომელიც ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა ელექტრომანქანაზე უკვე მოქმედებდა.

ბრიუსელი ჩინეთს დემპინგური ფასის დაწესებაში ადანაშაულებს, რადგან ჩინეთი ადგილობრივ მწარმოებლებს სუბსიდირებას უწევს და რეალურად წარმოება საბოლოო ფასზე მეტი ჯდება.

ახალი ტარიფების დაწესება ჩინეთის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ევროკავშირი ჩინეთის ელექტრომომარაგების ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია.

Related news
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები