ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ პარლამენტს მოუწოდა, აქტიურად გააგრძელოს დეპორტაციის კანონპროექტზე მუშაობა. კანონის მიხედვით, ფინეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეულ შემთხვევებში უარი თქვან თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების მიღებაზე. ფინეთი რუსეთს ადანაშაულებს, რომ სწორედ ის ახალისებს მათ, გადაკვეთონ საერთო საზღვრები.
„კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს აქ, პარლამენტში. აზრი არ აქვს საგანგებო კანონის შექმნას, რომელიც არ მუშაობს. ეს არის ზღვარი და ეს არის ის, რაც პარლამენტმა და ადმინისტრაციულმა კომიტეტმა უნდა შეაფასონ. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, რომ ფინეთს ეს კანონი სჭირდება და იმედი მაქვს, პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავი“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
ფინეთი, რომელიც გასული წლის აპრილში ნატოს წევრი ქვეყანა გახდა, რუსეთის საზღვრიდან 1340 კმ-ში მდებარეობს. ამასთან, ფინეთის ხელისუფლება მწვავედ უპირისპირდებოდა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.