კატეგორიები

ენტონი ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

ენტონი ბლინკენი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან ენტონი ბლინკენს კავკასიის ქვეყნებზე ჰკითხეს ბრუკინგის ინსტიტუტში, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას. კითხვა შეეხებოდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას.

„თქვენ ახსენეთ უცხოელი აგენტების კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად შესაბამისი ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე უფრო მეტსაც ნახავთ. მიმაჩნია, რომ ეს კანონი აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებას, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის უმრავლესობის მიზანია”, – განაცხადა ბლინკენმა.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები