კატეგორიები

ბრიტანეთში არჩევნები ახლოვდება

ბრიტანეთში არჩევნები ახლოვდება

ბრიტანეთი კი არჩევნებისთვის ემზადება. 4 დღეში ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ აიღებს საპარლამენტო უმრავლესობას. კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვაგვარია. კონსერვატიული პარტიის ლიდერი რიში სუნაკი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტრარმერი ცდილობენ, ტრადიციული საარჩევნო კამპანიით მოიგონ ამომრჩევლების გული.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ედ დეივი მარშმელოუს მომზადების პროცესში, ინგლისი, 12 ივნისი, 2024 წელი Copyright ANdrew Matthews/Pa via AP

აი, სრულიად განსხვავებული ტაქტიკა აირჩია ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ედ დეივიმ, რომელიც დღეს სიმაღლიდან დრეკად თოკზე გამობმული გადმოხტა ხალხში და ამომრჩევლებსაც გაბედული ქმედებებისკენ მოუწოდა.

წინასაარჩევნო მონაცემებით, მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია 4 ივლისის არჩევნებზე 650 მანდატიდან დაახლოებით 406 მანდატს მოიპოვებს, რაც ლეიბორისტებს სრულ უმრავლესობას ანიჭებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტრარმერია, რომელიც სავარაუდოდ ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ხოლო, რაც შეეხება კონსერვატორებს – ისინი 1906 წლის არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდ მარცხს უახლოვდებიან.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპის შეხვდა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა - დაშავებულია 16 ადამიანი
სხვა ამბები