მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა და მათ კითხვებს უპასუხა. მან განმარტა თავისი შეთავაზება რეფერენდუმთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი მიზანი კონსტიტუციის გამეორება არაა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით უკვე გაწერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეფერენდუმზე კი უნდა დაისვას კითხვა “ქართული ქარტიის” შესახებ, როგორც სამოქმედო გეგმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. მან ასევე არჩევნებზეც გმახვილა ყურადრება და თქვა, რომ მომავალ არჩევნებში იმის დრო არ არის, რომ პარტიებმა ცალ-ცალკე შეჯიბრი გამართონ და მათი პროგრამები ამომრჩეველს წარუდგინონ. მისივე თქმით, არჩევნებში მთავარი გამარჯვების იმედი არის მობილიზაცია. ასევე თქვა, რომ კლანური სისტემა, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს, არის სრულიად მიუღებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend