მთავარიევროპასაფრანგეთიფრანგული საზღვაო ძალების გზავნილი კრემლს

ფრანგული საზღვაო ძალების გზავნილი კრემლს

საფრანგეთის საზღვაო ძალებმა მასშტაბურ საზღვაო მანევრებში მიიღეს მონაწილეობა. პირველად ისტორიაში ფრანგული ატომური ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ 2000-ზე მეტი პერსონალით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოპერატიულ კონტროლს დაექვემდებარა. ასევე პირველად „რაფალ მარინის“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებმა ევროპის საჰაერო სივრცეში 4000 კილომეტრის რადიუსში სხვადასხვა მანევრი შეასრულეს.

ფრანგული საზღვაო ძალების „აკილას მისია“ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწავლება „ნეპტუნ სტრაიკ 2024“-ში მონაწილეობასაც გულისხმობდა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო” წერს, პარიზის მიზანია აჩვენოს მოკავშირეებს, რომ საფრანგეთი ალიანსის ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორია და ასევე ეს მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გამო, ურთიერთთავსებადობისა და მოწინააღმდეგის შეკავების მიზნით, ალიანსი მსგავს სწავლებას ხშირად წარმართავს. ამ კონკრეტულ წვრთნებში კი ნატოს წევრი 11 ქვეყნის საბრძოლო ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის „შარლ დე გოლის” ატომური ავიამზიდი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend