კატეგორიები

შტორმი დენიელსი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან

შტორმი დენიელსი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან
პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსის თქმით, ის და მისი ოჯახი სერიოზულ მუქარებს იღებს სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით.

შტორმი დენიელსი ამტკიცებს, რომ მას დონალდ ტრამპთან 10 წლის წინ სქესობრივი კავშირი ჰქონდა, თუმცა ამ ყველაფერს თავად ტრამპი უარყოფს.

,,ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც ბრალი დასდეს კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობის წაქეზებაში და ასევე მისი მიმდევრების წახალისებაში ძალადობისკენ. მე და ჩემი ოჯახი ყოველდღიურად ვიღებთ სერიოზულ მუქარებს სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით. რამდენიმე ხნის წინ მეილზე ძალიან უცნაური მუქარის შემცველი შეტყობინება მომივიდა და ჩემს რამდენიმე სამართალდამცველ მეგობარს ვაჩვენე, მათ მითხრეს, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ ტყვიაგაუმტარ ჟილეტს ჩავიცვამდი და გარეთ ასე ვიმოძრავებდი. ნებისმიერ წამს ველი საფრთხეს’’,-ამბობს შტორმი დენიელსი, პორნოვარსკვლავი.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს ტრამპის გადაწყვეტილება სამხრეთ კორეასთან ერთობლივი წვრთნების შემცირებაზე ფხენიანის პოზიციას არ ცვლის
სხვა ამბები