მთავარიკუბიMicrosoft: „რუსეთი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩაშლას ცდილობს"

Microsoft: „რუსეთი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩაშლას ცდილობს”

კომპანია Microsoft-ის საფრთხეების ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რუსეთი დეზინფორმაციულ კამპანიას ავრცელებს ოლიმპიური თამაშების შესახებ. დეზინფორმაციის კამპანია მოიცავს დიპფეიკს, ანუ ხელოვნური ინტელექტით დამზადებულ ვიდეოსა და დაუდასტურებელ ცნობებს.

Microsoft თავის ანგარიშში საუბრობს დიპფეიკ ანუ ყალბ ვიდეოზე, რომელშიც თითქოს ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი მონაწილეობს და აკრიტიკებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. გასულ წელს რუსულენოვან ტელეგრამარხზე პირველად გამოჩნდა ტომ კრუზის ყალბი დოკუმენტური ფილმი, რომლის სახელწოდებაა „ოლიმპიადის დაცემა“ და იყენებს კინომსახიობის გენერირებულ ხმას ხელოვნური ინტელექტით. ამავე ფილმში გაყალბებულია ცნობა, რომ თითქოს ის დამზადებულია „ნეტფლიქსის“ მიერ და აქვს მიღებული მაღალი შეფასება გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსისა” და “ბიბისის” მიმომხილველებისგან. ვიდეო იმიტაციას აკეთებს 2013 წლის ფილმის „ოლიმპოს დაცემა“ და გამოყენებულია შთამბეჭდავი სპეცეფექტები.

Microsoft-ის შეფასებით, ვიდეომ აჩვენა, რომ მასში განსაკუთრებული დრო და ენერგია იყო დახარჯული და გაყალბებული იყო საკმაოდ მაღალი ხარისხით. კიბერსპეციალისტების თქმით, ვიდეო მოამზადა კრემლთან დაახლოებულმა დაჯგუფებამ Storm-1679-მ , რომელმაც წარსულში გამოიყენა სხვა ამერიკელი მსახიობები, მაგალითად, ელაიჯა ვუდი, რომელმაც გამოთქვა ქველმოქმედების სურვილი, თუმცა მისი ჩაწერილი ვიდეო დაჯგუფებამ გამოიყენა ანტიუკრაინული ნარატივის გასავრცელებლად.

ასევე დეზინფორმაციის კამპანიაში შევიდა ვიდეოების კრებული, რომლებიც ვრცელდებოდა თვეების განმავლობაში და მიუთითებდა ოლიმპიურ თამაშებზე დაგეგმილ ძალადობაზე. დაჯგუფებამ გამოაქვეყნა ყალბი ამბები იმის შესახებ, რომ თითქოს პარიზელები აზღვევენ ქონებას, რადგან ელოდებიან ტერორისტულ თავდასხმას და თითქოს ბილეთების მეოთხედი უკან დაბრუნდა ტერორიზმის შიშის გამო. გამავრცელებლები თავს ასაღებდნენ ნამდვილ ტელევიზიებად და გამოიყენეს “ევრონიუსისა” და ფრანს 24-ის ლოგოები.

Microsoft-ის ანალიტიკური ცენტრი ელოდება, რომ რუსული ძალები შეეცდებიან არა მხოლოდ ინგლისურ, არამედ ფრანგულ და სხვა ენებზეც სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელებას ოლიმპიადაზე, რომლის ფარგლებშიც გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და მაღალი ხარისხის ყალბი ვიდეოების, ფოტოებისა და დამაჯერებელი ჩაწერილი ხმის რაოდენობაც გაიზრდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend