პოლონეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საგარეო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად წარმოადგინეს გეგმები ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის გამაგრების შესახებ. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის მეზობელ უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში მხარს უჭერს, ამის გამო კი ქვეყანა შესაძლოა რუსეთისა და ბელარუსის სამიზნე გახდეს.
როგორც ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, თავდაცვის გეგმა აღმოსავლეთ საზღვრების გამაგრების შესახებ სწორედ ამ ქვეყნებისგან შესაძლო აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდებათ.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობები უკვე იყო, მათ შორის – კიბერთავდასხმები, სხვადასხვა შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობა და მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონო კვეთა.
პოლონეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ვითარება შესაძლოა სამხედრო ესკალაციაში გადაიზარდოს.
პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გეგმავს 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ კონტროლისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს იქნება ერთგვარი ფარი, რომელიც პოლონეთის ტერიტორიას დაიცავს და ბელარუსისა და რუსეთის ჯარების გადაადგილებას შეაფერხებს.
ეს გეგმა 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდი პროგრამა იქნება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და იქნება რეგიონული თავდაცვის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აშენდება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ლიტვასთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან, რომლებიც ასევე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არიან.